Saturday, October 22, 2011

Tegin Fashion House S/S-2012 at Mercedes-Benz Fashion Week Kiev














პასტელის ბაცი ფერები, ჰაეროვანი, გაშლილი, გრძელი ქვედაბოლოები და კაბები, გამოკვეთილად ქალური სილუეტები მოსკოვური მოდის სახლის Tegin - ის 2012-წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის აქცენტებია. დიზაინერმა-Svetlana Tegin კოლექციის ძირითად მასალად გამოიყენა შიფონის ქსოვილი პასტელის სხვადასხვა ტონებში, სიფრიფანა ქვედაბოლოებს და მოკლე შარვლებს შეუხამა თხელი ნაქსოვი სვიტერები, წვრილი ქამრების მეშვეობიტ ხაზი გაუსვა ქალის სილუეტს... კოლექციაში ასევე უხვად იყო გამოყენებული თბილი თეთრი ფერის მასალა შარვლების, კაბების და ზედატანებისთვის, ხოლო კაშკაშა მწვანე ფერის სატინა მუხლამდე სიგრძის, გამოყვანილი სილუეტის კაბისთვის, რომელსაც აქცენტირებული ჰქონდა დრაპირებული გული. დიზაინერმა თეთრი ფერის კაბებთანაც შეათამაშა მკვეთრი მწვანე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

No comments:

Post a Comment