Saturday, October 22, 2011

Jean-Pierre Braganza S/S-2012 - MERCEDES-BENZ FASHION WEEK KIEV












ლონდონში მოღვაწე დიზაინერის Jean-Pierre Braganza-ს 2012-წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარი აქცენტი იყო გეომეტრიული სიზუსტის ფიგურები და ჭრილები მუხლამდე სიგრძის კაბებზე. ძირითადად მკრთალ ნაცრისფერში და ბაც ყვითელ ფერში შექმნილ კოლექციას პერიოდულად ახალისებდა ატმისყვავილისფერი (მოსტაფილოსფრო) კოსტუმები და შახმატისებური შავ-თეთრის შეთამაშება. ფართო ტოტიან შარვლებთან და აბრეშუმის კომბინიზონებთან ერთად ბრაგანზამ აჩვენა უსაყელო პიჯაკები აქცენტირებული ცოტა მოძველებული მკვეთრი მხრით. კოლექციის შემადგენელი კოსტუმების მსგავსად მაღალქუსლიანი, წინ მოჭრილი ფეხსაცმელიც გეომეტრიული ფიგურით და ჭრილებით იყო გაფორმებული, ხოლო აქსესუარების სახით დიზაინერმა წარადგინა საკმაოდ საინტერესო მეტალის ყელსაბამები.

No comments:

Post a Comment