Thursday, October 6, 2011

Most influential fashion insiders about Kanye West debut collection. . .

Kanye West Spring/Summer-2012




პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა რეპერ Kanye West-ის სადებიუტო კოლექციის ჩვენება. სელებრითებით და მოდის სამყაროს წამყვანი სახეებით გადაჭედილი დარბაზი დიდი ხანია ელოდა თუ რას შესთავაზებდა ახლადშემდგარი დიზაინერი საკუთარი 2012-წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მოლოდინი გადამეტებული იყო! შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი შთამბეჭდავი "Front Row" აღმოჩნდა სადაც ისხდნენ: Anna Wintour,Carine Roitfeld, Alexander Wang, Mary-Kate and Ashley Olsens, Lindsay Lohan, Azzedine Alaïa, Dean and Dan Caten - Dsquared2... მოდის კრიტიკოსებმა მკაცრად გააკრიტიკეს კოსტიუმების თარგი, რომლებიც არცერთ მოდელს არ ჰქონდა ტანზე მორგებული, გაესვა ხაზი გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის არაადეკვატურად გამოყენებულ ბეწვეულს და უხვი რაოდენობის უხეშ ტყავს. და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, კრიტიკოსებმა თავიანთ შეფასებებში აღნიშნეს რომ Kanye West-მა ვერაფერი ახალი და საინტერესო ვერ შესთავაზა მოდის სამაროს და საკუთარი კოლექცია სხვა დიზაინერების შთაგონებით შექმნა, რომლებიც მრავლად ყავდა მოწვეული სტუმრების რანგში. აღნიშნეს, რომ West-ის კოლექციას აშკარად ეტყობოდა Alexander Wang-ის, Balmain, Emillio Pucci, Jeremy Scott - ის გავლენა.
პირადად მე ვფიქრობ რომ მისი ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბები აშკარად იყო Herve Leger-ს სამარკო ხელწერით ინსპირირებული... ზოგადად Kanye West-იც ბევრად საინტერესოდ გამოიყურება მოდის კვირეულების სტუმრის სახით, ვიდრე პოდიუმზე მდგარი დიზაინერის ამპლუაში. ყველას ვისაც უყვარს მოდა, სულაც არ არის აუცილებელი თავადაც შექმნას ის.
P.S. აი რას წერენ მასზე მსოფლიო მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურები:

Fashion critic Cathy Horyn: “Next season Kanye should get a tailor so clothes might fit. Models swimming in some looks.”

Fashion critic Jassica Michault: "I think that every one of the designers sitting in the front row at Kanye West must have had a deja vue moment at some point during the show.”

Anna Wintour: "Ask someone else."

Carine Roitfeld: "I’m sure he knows what he did wrong and what he did right," she said. "He tried hard, and he wants to learn."

Long Nguyen: "I feel bad, actually, that there wasn’t anything to grab on to. But you can’t just dump some fox fur on a runway and call it luxury."

No comments:

Post a Comment