Wednesday, October 5, 2011

Get ready for Spring/Summer - 2012 trends. . . Under the sea!


Chanel









Versace



Stella McCartney



The Row



Peter Pilotto



დღეს დასრულდა 2012 - წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენება პარიზის მოდის კვირეულით. ასე თუ ისე, უკვე გამოიკვეთა მომავალი სეზონის უმთავრესი ტენდენციები... ბევრ სიახლესთან ერთად რჩება წინა სეზონების ზოგიერთი აქცენტებიც. ამ პოსტში ყურადღება მინდა გავამახვილო ჩემი დაკვირვებით მომავალი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ტენდენციაზე რომელიც უკვე არის ჩემი უკონკურენტო ფავორიტი;) როგორც ჩანს, ზღვის სამყარო არაერთი დიზაინერის ინსპირაციის წყარო იყო მომავალი გაზაფხული/ზახულის კოლექციების შექმნისას. Karl Lagerfeld-მა მთლიანად წყალქვეშა სამყაროს დაამსგავსა სივრცე სადაც გაიმართა Chanel-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცის ჩვენება. უზარმაზარი ნიჟარებით, მარჯნებით და ზღვის ვარსკვლავებით მორთულ დარბაზში ერთმანეთს ცვლიდნენ საოცრად ჰაეროვანი მოდელები, რომლებასც წყალქვეშა ბინადართა იმიტირებული აქსესუარები ამშვენებდათ. აქცენტირებული იყო ფეხსაცმლის ქუსლიც, რომელიც ზოგ შემთხვევაში ნიჟარის სახით, ხოლო ზოგ შემთხვევაში მარჯნის ფორმით იყო წარმოდგენილი. ამავე თემით არმოჩნდა შთაგონებული Versace-ს 2012-წლის გაზაფხული/ზაფხული: მოკლე და მუხლამდე სიგრძის, ღია სალათისერ და ცისფერ კაბებს ამშვენებდა წყალქვეშა სამყაროს პრინტი, ხოლო გრძელი და თეთრი კაბები ზღვის ვარსკვლავის ფორმის ბრჭყვიალა თვლებით იყო მორთული. წყალქვეშა პრინტზე იყო ასევე აქცენტი გაკეთებული Peter Pilotto - ს კოლექციაში. Stella McCartney-მ ხაზი არა იმდენად წყალქვეშა სამყაროს, არამედ თვითონ ტალღების ფორმებს გაუსვა და გამოიყენა საკუთარი კოლექციის მნიშვნელოვან აქცენტად. ამავე თემაზე გაამახვილეს ყურადღება დებმა Mary-Kate და Ashley Olsen - ებმა საკუთარი ტანსაცმლის ხაზისთვის The Row.

No comments:

Post a Comment