Monday, September 19, 2011

Stephane Rolland Haute Couture A/W-2011/12





















ივლისის პირველ რიცხვებში პარიზში ჩატარებული მაღალი მოდის კვირეული ჩემთვის პირველი იყო და შესაბამისად იქაური ეიფორია დღემდე მომყვება! Stephane Rolland-ის Haute Couture Fall Winter 2011/2012 ჩვენება გაიმართა Theatre National De Chaillot, Gallerie Des moulages - ტროკადეროზე, საიდანაც იშლება საოცარი ხედი - ეიფელის კოშკით, მეორე მხარეს პარიზული ღია კაფეებით... უამრავი ცნობილი სტუმარი, უფრო მეტი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, ხელოვნების ნიმუშებით სავსე საოცარი დარბაზი, მუსიკა არაჩვეულებრივ განყობას ქმნიდა.
Stephane Rolland - ის კოლექცია ინსპირირებული იყო აზიური კულტურით, ასევე Maria Pergay და David Downtown - ის ილუსტრაციებით. კაბებეის სიგრძე ძირითადად იყო გრძელი და შუა წვივამდე, რომლებიც გაფორმებული იყო ძვირფასი დეტალებით - მეტალის და ქსოვილის ურთულესი აპლიკაციებით, სვაროვსკის კრისტალებით. ძირითადი ფერები შავი,თეთრი,მწვანე,ყვითელი,იისფერი... დიზაინერს დიდი რაოდენობით გამოყენებული ჰქონდა აბრეშუმის,ტაფტის,ბამბის ქსოვილები. რუშებით გაწყობილი და დრაპირებული კაბები საოცარი ჰაეროვნების შეგრძნებას ტოვებდა მოძრაობის დროს, ასევე აქცენტირებული იყო ღრმა ჭრილები, კაბების როგორც ზედა ისე ქვედა ნაწილებში.
P.S. შემდეგ პოსტში Adeline Andre Haute Couture Fashion Show.

My looks are shot by Tamu Mcpherson for Grazia it. and Easyfashion.com
Last 6 photos are from Vogue. it

No comments:

Post a Comment