Wednesday, September 21, 2011

Adeline Andre A/W-2011/12 and my first front row seat at Paris Haute Couture!;)









Adeline Andre A/W-2011/12 - კოლექცცის ჩვენება Hotel D'ecquevilly - ის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა 4 ივლისს. ფრანგები მას ხშირად მოიხსენებენ როგორც ”mother of minimalism", რადგან მისი პირველი კოლექციიდან მოყოლებული, რომელიც 1981 - წელს გამართა იგი დღემდე არ ღალატობს დამკვიდრებულს მკაცრ და სადა სტილს. School of the Syndicate Chamber of Parisian Couture - ის დამთავრების შემდეგ Adeline André შეუერთდა კრისტიან დიორის მაღალი მოდის სახლს და მუშაობდა იმდროინდელი კრეატიული დირექტორის Marc Bohan - ის ასისტენტად,მოგვიანებით კი დააარსა საკუთარი მაღალი მოდის სახლი.Adeline André - ს ცნობილი ინოვაციური გამოგონებაა "three sleeve hole", რომელიც 1982 წელს დარეგისტრირდა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციაში. დღეს მისი ნიმუშები არის FIT - ის და French Fashion Museum - კოლექციებში.
Adeline André შემოდგომა/ზამთარის - 2011/12 მაღალი მოდის კოლექციაც აგრძელებს სახლის მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მინიმალისტურ სტილს. პასტელის, მქრთალ ფერებთან ერთად დიზაინერს მრავლად ჰქონდა გამოყენებული მკვეთრი ფერებიც, მათ შორის: ხასხასა მწვანე, წითელი, ყვითელი... უდაოდ დომინირებდა შავი ფერიც. კოლექცია ძირითადად შედგებოდა გძრელი და შუა წვივამდე მაქსიმალურად დახურული სწორი სილუეტის კაბებისგან, რომლებზეც აქცენტირებული იყო მხრიდან მოყოლებული განსხვავებული ფერის ქსოვილი. ზოგ შემთხვევაში გამოყნებული იყო დრაპირებებიც მთლიან კაბაზე,გრძელი და მოკლე შარვლების სილუეტიც იყო სწორი. ქსოვილი:ძირითადად შიფონო, ასევე ბამბა და შალი პალტოებისთვის.
ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდებოდა Stephane Rolland - პომპეზური ჩვენებისგან. დარბაზში სადაც ყველა ფანჯარა იყო ღია, მზის სხივებიც უხვად აღწევდნენ, ინოვაციების მოყვარული Adeline André - ს ჩვენებაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მკვეთრად განსხვავებული სიმაღლის და ასაკის მოდელები, ჩემი აზრით შეთეთრებული, მაღალი და თხელი პარიზელი ქალბატონი კოლექციის ნამდვილი "Firs Face" იყო.
p.s. ჩემთვის ამ ჩვენებას განსაკუთრებულს ხდიდა ის ფაქტიც რომ პირველად მომეცა საშუალება პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე კოლექცია "Front row" - დან შემეფასებინა!;)

I found my pics at Nowfashion.com and streetfsn.com by Nam

No comments:

Post a Comment