Tuesday, June 28, 2011

Tartan For - A/W 2011/12

Kate Moss

John Campbell - 1749

Castelbajac


Daks


Sonia Rykiel


Philosophy Alberta Ferretti

Etro


L.A.M.B


Band Of Outsiders


Ashish


Chanel


Thakoon


Burberry


Adam


Missoni


Christian Dior


Rag and Bone


Jean Paul Gaultier



კუბოკრული ქსოვილი - ”კლეტკა” შოტლანდიელების ნაციონალურ სამოსთან - კილტთან ასოცირდება. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კილტის ფერები განსაზგვრავდა მისი მეპატრონის წარმომავლობას, მოგვიანებით შოტლანდიური ქვედატანი მკვიდრედება ქალის გარდერობშიც - ეს ის ეტაპია, როდესაც მოხმარებიდან ნელ-ნელა გადის სულიშემხუთავი კორსეტები. დროთა განმავლობაში კუბოკრული ქსოვილი გამოიყენება სრულიად ახალ ფერებში, ფაქტურებზე. "Burberry" - ის ცნობილი ”კლეტკა” 1920- წელს შეიქმნა და დღეს ბრენდის სავიზიტო ბარათია. კუბოკრული ქსოვილი 70 - იან წლებში პანკურ მოდაშიც აქტიურად ჩნდება. Vivien Westwood - ი Jean Paul Gaultier-ს ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც აქტიურად დაიწყეს ამ ქსოვილის გამოყენება საკუთარ კოლექციებში. 1988 - წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში Gaultier-მ სცადა ძველი ტრადიციის გაცოცხლება და კაცებს ყოველდრიურ სამოსად შესთავაზა კილტი. მომავალი შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიც უხვდაა გაჯერებული ამ ქსოვილის ვარიაციებით. Burberry - ის ფერადი, კუბოკრული პალტოები, Etro - ს და Sonia Ryliel - შარვლები შეხამებული ასევე კუბოკრულ ზედატანებთან... მოკლედ დიზაინერების ვრცელი სიაა, რომლებმაც ეს ქსოვილი მომავალი შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად აირჩიეს. Scottish Fever - Like!

No comments:

Post a Comment