Tuesday, March 1, 2011

From Paris wish Love

პარიზიზში ღამის პირველი საათია. სასიამოვნო ამინდია, მშვიდი. შემინული აივანი სენას გადაჰყურებს, იქვე დგას მაგიდა და ჩემი notebook-ი. ჩემოდნები ისევ ამოულაგებელი:) არადა დროა მოვიფიქრო ხვალინდელი "outfit"-ი. ხვალიდან უკვე ჩავჯდები კვირეულის გრაფიკში. ჩემი განრიგი ასე გამოიყურება: 2-მარტი, 1-საათი Anne Valerie Hash, იქიდან Rochas ჩვენებაზე გავიქცევი. სამში 12-საათზე Manish Arora, 7-მარტს Commuun 5-საათზე, მოგვიანებით, 11-საათზე After Party... 7 -მარტი Zuhair Mourad, 8-მარტი Shiatzy Chen. 9-ში კვირეულიც დასრულდება. სავარაუდოდ წითელი ხალიჩის და ფეიერვერკების გარეშე... მოკლედ პარიზში ცხელი წერტილია. ელოდებიან რას აჩვენებენ დიზაინერები შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის. როგორც წესი არანაკლები ინტერესია სტუმრების მიმართ, როგორც დრეს უწოდებენ "street catwalk" -კვირეულის განუყოფელი ნაწილი გახდა. ასე თუ ისე უკვე გამოიკვეთა შემოდგომა/ზამთრის ტენდენციები. მე აუცილებლად ჩავინიშნავ დღიურში საინტერესო აქცენტებს, Wardrobemistress ყველაფერს კარგად დააკვირდება:)

2 comments:

  1. Amaying photos.But I expect even more and better to share it with us..:)Enjoy there..

    ReplyDelete
  2. Amazing shots! You have a lovely blog :)

    ReplyDelete