Tuesday, February 1, 2011

All over print

Miu Miu resort colloection

Erdem
Stella McCartney
Louis Vouitton
Miu Miu
Rochas
Sonia Rykiel
Loewe

Diane Von Fustenberg


All over print... ნებისმიერი პრინტში აწყობილი"outfit" - ი, ხილით დაწყებული, დამთავრებული ყვავილებით თუ უბრალო ფიგურებით 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში აქტიურად გვხვდება. ნაკლებად ”ნაფიქრი” და ოდნავ თვალშისაცემი არეულობა ჩაცმულობაში მომავალი სეზონის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციაა. დიზაინერები სრულ თავისუფლებას გვთავაზობენ: სახიანი ქსოვილები, მოხატული ფიგურებით, ციტრუსებით, სხვადასვანაირი ყვავილებით, ვაშლებით, მოკლედ ყველაფერი ერთად, არეული ერთ ჩაცმულობაში. არჩევანი დიდია, დამოკიდებული პიროვნებაზე - როგორ ხედავს ამ "trend"-ს. ჩემი პირველი ამ თემის "outfit" - ი იანვრის ELLE.uk - ის დათვალიერების შემდეგ შევიძინე (ზუსტად იყო ნაჩვენები,რაც მე მჭირდებოდა) . კმაყოფილი ახალი შენაძენით დავბრუნდი სასტუმროში, პარკების გახსნის შემდეგ კომლიმენტმაც არ დააყოვნა: ლევანიკომ, ჩემმა მეუღლემ, მაშინვე აღნიშნა რომ ძალიან კარგი ხარისხის პიჟამა შემიძენია!:)) (ბევრად არ მესიამოვნებოდა, რომ ეთქვა : რა საოცარი პრინტია, ელვას მაგონებს, ზუსტად მომავალი სეზონის ტენდენციაა!!! :))))). აღარ გავაგრძელებ, გადახედეთ Stella McCartney, Rochas, Miu Miu resort collection, Louis Vuitton, Erdem, Soniya Rykiel, D&G, DVF- ის კოლექციებს და მიიღეთ მეტი ინსპირაცია ამ ტენდენციაზე.

4 comments: