Friday, January 28, 2011



Le Smoking... მას შემდეგ რაც Gabrilelle "Coco" Chanel- მა ქალის გარდერობის საოცარი ლიბერალიზაცია მოახდინა გაჩნდა რაღაც უფრო მეტის მოთხოვნილება. დაახლოებით შუა წვივამდე დამოკლებული ქვედაბოლოები, არანაირი ფურფუშები და კორსეტები! შარვლები, შარვლები ყველა ქალის გარდერობში... ტუნიკის ფორმის კაბები, მსუბუქი, თავისუფალი სვიტერები და ბლუზები - მეტი თავისუფლება თანამედროვე ქალების ჩაცმულობაში. (ამ შემთხვევვაში აუცილებლად უნდა აღვნიშნო Madeleine Vionnet და Paul Poiret - დიზაინერები, რომლებმაც პირველებმა სცადეს ტანასცმელი სულისმხუთავი კორსეტების გარეშე.) 60 - იან წლებში ეს ყველაფერი: თავისუფლება და არჩევანის უფლება ქალებს უკვე გააჩნდათ, დადგა - ძალაუფლების მოპოვების დროც... ეს ყველაფრი თანამედროვე ქალბს მოდის ახალმა გენიოსმა Yves Saint Laurent-მა შესთავაზა. ქალების ჩაცმულობას დიზაინერმა მამაკაცების გარდერობიდან ნასესხები სმოკინგი შემატა! YSL’s 1966 Pop Art collection - ში ნაჩვენები იყო სატინის, შავი, მაღალწელიანი კაცის სამეული შეხამებული თეთრ ბლუზასთან. პირველად სმოკინგი მაღალ ქუსლებთან ერთად! ეს უაღრესად მამაკაცური სამოსი Saint Laurent-მა საოცარად გლამურული და ქალური გახადა. მეც მგონია რომ ბევრად საინტერესოდ გამოიყურება არახაზგასმული ქალის ჩვეული სილამაზე... არ ვიცი, ალბათ არ შეიძლება ისაუბრო სმოკინგზე და არ გაგახსენდეს Helmut Newton-ის 1975 წელს გადაღებული შავთეთრი "iconic"ფოტო - შავ სამეულში გამოწყობილი მოდელი, სიგარეტით ხელში. ძალიან მალე სმოკინგი ცნობილი "tastemaker"-ების საყვარელი სამოსი გახდა. Bianca Jagger-ი არც მეტი, არც ნაკლები საკუთარ ქორწილში გამოცხადდა თეთრ სმოკინგში გამოწყობილი. ასევე ალბათ ყველას გინახავთ Marlene Ditricht-ის და Catherine Deneuve-ს ცნობილი ფოტოები სმოკინგში. ნიშანდობლივია რომ დიზაინერის უკანასკნელი კოლექცია 2001 წლის 22 იანვარს სწორედ შავ სამეულებში გამოწყობილმა Catherine Deneuve-მ და Laetitia Casta-მ დახურეს. YSL-ის სავიზიტო ბარათი - სმოკინგი არც დღეს კარაგვს აქტუალობას. ბევრი დიზაინერი, მათ შორის Stefano Pillati (Yves Saint Laurent-ის ახლანდელი მთავარი დიზაინერი) იყენებს ამ სამოსს კოლექციებში ახლებური ინტერპრეტაციებით. ასევე კვლავ აქტიურად ატარებენ მსოფილოს ცნობილი "tastemaker"-ი ქალბატონები სმოკინგს საკუთარი სტილის ხაზგასასმელად. სიამოვნებით ვცდიდი და ვატარებდი მეც! Can't wait! Bravo Le smoking!

No comments:

Post a Comment