Sunday, January 16, 2011

Sheer... სიფრიფანა, გამჭირვალე შიფონის სამოსზე მომავალი სეზონის კოლექციებში დიზაინერებმა სერიოზული აქცენტი გააკეთეს. განსაკუთრებით ხასგასმულია შიფონის ქვედაბოლოები და გრძელი კაბები. დიზაინერები: Givenchy, Salvatore Ferragamo, Carlos Miele, Richard Nicholl, Chloe, Alberta Ferretti, Rag and bone, Pedro Laurenco ამ ”trend”-ის ფართო არჩევანს გვთავაზობენ. დამეთანხმებით, რომ ადვილი სატარებელი და მოსარგები არ არის მთლიანად გამჭვირვალე სამოსი და ალბათ ამიტომაც დიზაინერებმა მეტი ”ტარებადობისათვის” - ”wearable” (მიჭირს, მაგრამ ძალიან ვცდილობ ტერმინოლოგია მოვარგო ქართულ ენას:) მინი სიგრძის სარჩულები არჩიეს. პირადად მე გამოვარჩევ Alberta Ferretti-ს "Look" -ს: შიფონის, ყვავილებიანი ქვედაბოლო, შეხამებული თხელ, ნაქსოვ სვიტერეთან და ფართო ფარფლებიან შლიაპასთან ერთად, ასევე Chloe - ს მოდელი ატლასის სათავიან, მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლოში და დაბალძირიან ფეხსაცმელში, რომელიც ბალერინის ხაისათს "mood" ქმნიდა. ეს "trend" - ი უკვე მოირგო ბევრმა მოდურმა გოგომ და გამოჩნდა არაერთ street style blog-ზე.

No comments:

Post a Comment