Monday, January 17, 2011

Inès de la Fressange - timeless beauty and style... 80-იან წლებში ის Karl Lagerfeld-ის მუზა იყო! Chanel-ის ყველა კოლექცია იმ პერიოდში შთაგონებული იყო სწორედ მისი უნატიფესი გარეგნობით და საოცრად დახვეწილი პარიზული სტილით. Ines de la Fressange იყო პირველი მოდელი, რომელმაც გააფორმა კონტრაქტი Haute couture fashion house - Chanel - თან. თუმცა მას შემდეგ, რაც ინესმა თანხმობა განაცხადა მისი მსგავსი ყოფილიყო საფრანგეთის სახელმწიფოს ცნობილი სიმბოლო - "Bust of Marianne" მათ შორის მოხდა უთანხმოება და შეწყდა არსებული კონტრაქტი. Karl Lagerfeld-მა მაშინ განაცხადა, რომ მას არ სურდა ისტორიული ძეგლების შემოსვა... მრავალი წლის შემდეგ, Chanel-ის 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე პოდიუმზე გამოჩნდა, შავ გრძელ კაბაში გამოწყობილი, 53 - წლის Ines de la Fresanje... ინესი, რომელსაც არ უკვარს ვარჯიში, სილამაზის სალონებში ხშირი სიარული, ბოტოქსი და სამაგიეროდ უყვარს "club sandwich"-ი ჩემი აზრით გამოიყურებოდა ისე როგორ არავინ... მაღალი და თხელი ინესი საოცრად დახვეწილ ელფერს მატებდა ისედაც ულამაზეს კოლექციას. ნამდვილი პარიზელი ქალის სიმბოლო ინესი, 1998-წელს დასახელდა International Best Dressed List Hall of Fame. Ines de la Fresange ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება წლების და ნაოჭების მოხდენა ზედმეტი ჩარევების და ტრაგედიების გარეშე...

No comments:

Post a Comment