Wednesday, January 19, 2011

Nautical - Century old trend...

Pablo Picasso
Pablo Picasso and Brijette Bardot
Coco Chanel
Audrey Hepburn Brijitte Bardot
Edie Sedgwick
"Coco avant Chanel"
Miu-Miu spring/summer 2011 resort collection
Prada 2011 spring/summer
Jason Wu 2011 spring/summer
Isabel Marant 2011 spring/summer
Jason Wu 2011 spring/summer
Junya Watanabe 2011 spring/summer

Nautical. დღეს უკვე კლასიკად ქცეული ჰორიზონტალურ ზოლებიანი მაისური 1800-იან წლებში პირველად ფრანგ მეზღვაურებს ეცვათ. სულ მალე, მეზღვაურის უნიფორმამ ფრანგული რივიერადან ყველაზე გემოვნებიანი ადამიანების გარდერობებში გადაინაცვლა, თან როგორც აღმოჩნა ძალიან დიდი ხნით... ალბათ ყველას უნახავს პაბლო პიკასოს ცნობილი ფოტოები ზოლებიან მაისურში. ხშირად წამიკითხავს რომ იგი უბრალოდ ”გიჟდებოდა” მეზღვაურის მაისურზე, რომელსაც ასე ხშირად ატარებდა. ასევე აქტიურად იყენებდა კონკრეტულად ზოლებს თავის შემოქმედებაში. მხატვრობა რომ უდიდესი ინსპირაციის წყაროა დიზაინერებისათვის ალბათ ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება... ამ ”trend”-ზე საუბარი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია Coco Chanel-ის გარეშე. 1930-იან წლებში Chanel-ის დახვეწილმა სტილმა არჩევანი აღარ დაუტოვა მოდის მიმდევრებს: იმ პერიოდში ზოლებიანი ზედატანი მამაკაცის ფორმის შარვალთან და ორბორტიან პიჯაკთან ერთად ( წითელ ან ლურჯ ფერში, ოქროსფერი ღილებით) ერთ-ერთ უმთავრეს ტენდენციად იქცა. Brijitte Bardot, Jane Birkin, Audrey Hepburn, Daian Vreeland, Edie Sedgwick და Andy Warhol ზოლებიანი მაისურის აქტიური მტარებლები იყვნენ. განსაკუთრებით ხშირად შეგხვდებათ Andy Warhol ( avant-gard painter) - ის ფოტოები ზოლებიან ზედატანში, მეტიც ასეთი ტიპის მაისური მისი სტუდიის წევრების - Factory crowd-ის არაოფიციალურ ფორმად მიიჩნეოდა.

1962 -წელს Yves Saint Laurent - მა შექმნა Haute Couture - კოლექცია, რომელიც პირველად მოდის ისტორიაში იყო ინსპირირებული მეზღვაურის თემით. ლურჯი პიჯაკი ოქროსფერი ღილებით ამის შემდეგ ხშირად მეორდება მის კოლექციებში სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციებით.

1985 - წელს Jean Paul Gaultier წარმოადგინა ზოლებიანი მაისური შეხამებული შოტლანდიურ კილტთან, რომელიც თავისუფლად შეუზლია მოირგოს როგორც ქალმა, ასევე კაცმა. ასეთი მიქსს თვითონაც ხშირად იყენებს დიზაინერი საკუთარ ჩაცმულობაში.

მოგვიანებით Sonia Rykiel-მა აჩვენა კვლავ ეს "trend"-ი განსაკუთრებით ქალური ხედვით, გრძელ ქვედაბოლოებთან ერთად. 80-იან წლებში ზოლებს აქტიურად იყენებდნენ საკუთარ კოლექციებში იაპონელი დიზაინერები: Rei Kawakubo - (Comme de Garcons) და Yohji Yamamoto.

2011 წლის კოლექციებში ზოლები კვლავ წამყვან ტენდენციად რჩება. ამჯერად დიზაინერებმა Miuccia Prada - Prada - ს სახლისთვის, Isabel Marant, Jason Wu-მ არასტანდარტული ფერები არჩიეს და ზოლები სხვადასხვა ფერებში აჩვენეს. Junya Watanabe -ს 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მთლიანად ამ "trend"-ზე იყო აგებული.

როგორც მრავალი წლის წინ, დღესაც ზოლებიან მაისურს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოდურ გარდერობებში:)

No comments:

Post a Comment