Saturday, January 22, 2011


Men's fashion... მანამ, სანამ დიზაინერები მოდის კვირეულებზე 2011/12 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალის კოლექციებს აჩვენებენ, მოდის დედაქალაქების პოდიუმები მამაკაცის კოლექციებს დაეთმო. ვათვალიერებ, ვაკვირდები მაგრამ ვერ ვხვდები რისთვის ან ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი... ჩემი აზრით, მარტო ბოლო ტენდენციების მიხედვით გამოწყობილი მამაკაცი, რომლის ჩაცმულობაშიც არ ჩანს მისი ხასიათი, და პიროვნება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, რაც არ უნდა თვითკმაყოფილი ატარებდეს უახლეს "trend"- ებს. ნუთუ მხოლოდ შოურუმები არ არის ამ ყველაფრის საჩვენებლად საკმარისი? ასეთ შემთხვევაში დიზაინერებიც აიცილებდნე თავიდან იმ ზედმეტი ელემენტების დამატებას კოლექციებისთვის, რომლებიც საჭიროა Show-სთვის. რაც არ უნდა იყოს დიზაინერებმა 2011/12 წლის კოლექციები წარმოადგინეს და მამაკაცებს ფართო არჩევანიც შესთავაზეს... განსაკუთრებით ”საინტერესოდ” მომეჩვენა D&G -ის კოლექცია, დატვირთული ნათელი ფერებით და მიკიმაუსის გამოსახულებით... წავიკითხე და მოვისმინე ბევრნაირი აზრი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ მინდა გაგიზიაროთ იტალიური Vogue-ის რედაქტორის Franca Sozzani-ის სიტყვებით, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩემს სათქმელს: "I hope nobody asks me again how a man should dress. I think there are no rules and I also think that everyone should have their own, or if they follow other people's rules it is essential that it suits them. This is my conclusion after seeing the menswear shows. I am not a fan of menswear shows, but I have to admit that if they didn't exist things would be even more boring. Fashion makes mistakes in order to be innovative. Ugly pointy shoes, then round, then square, rigid, with the toe cap looking slightly up are unforgivable. Everyone has bought them and wore them, or unfortunately still do - thinking they looked less boring than men who stuck with the gray suit. How about diagonal stripes on shirts? The handbag? Please. It's horrendous. " - Franca Sozzani.

1 comment: