Monday, December 27, 2010



Fashion Police :))
ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ვუყურე გადაცემას რომელიც დაეთმო ქართულ მოდას, მის სამომავლო განვითარებას, მოდის კრიტიკას... საინტერესო და თან სახალისო მომეჩვენა:) გამოითქვა სხვადასხვანაირი აზრი, რამდენად მომგებიანი და კონკურენტუნარიანია ეს ბიზნესი საქართველოში, საჭიროა თუ არა მოდის კრიტიკა. ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ნათელია რომ საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი ფორმირების პროცესშია მე მიმაჩნია, რომ უფრო აუცილებელი კომპეტენტური და გააზრებული მოდის მიმოხილვაა! რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს დიზაინერთან, როდესაც ზოგიერთ ჟურნალში ტენდენციებზე ხშირად ყურმოკრული ინფორმაცია იწერება. მოდას სერიოზული მიდგომა სჭირდება. ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გააზრება! პირველ რიგში უნდა გაინტერესებდეს და გესმოდეს რას წერ. პრესამ უნდა გააცნოს თავსი მკითხველს ყველა უახლესი მოდური ნიუანსი თუ ტენდენცია და მერე ვეღარც დიზაინერები გაბედავენ ერთი სეზონით დაგვიანებული ფერების თუ აქცენტების გამოყენებას თავიანთ კოლექციებში. ჩვენ ვეტყვით რომ ეს უკვე წაკითხული და ნანახი გვაქვს ამიტომ გვინდა რამე უფრო ახალი და ”fresh"-ი:)).

No comments:

Post a Comment