Sunday, December 26, 2010


Daiana Vreeland!!!
ჯერ იყო Kate Moss, მერე დიდი ხანი ვგიჟდებოდი Anna Dello Russo-ზე:) და დღეს არის Diaana Vreeland! მე მგონი ვიპოვე ის ერთადერთი და განუმეორებელი!!!:))) მინდა ცოტა რამ თქვენც მოგიყვეთ ამ საოცარ ქალზე. 1936-წელს New York-ის St. Regis სასტუმროს ტერასაზე Harper’s Bazaar-ის მთავარმა რედაქტორმა Carmel Snow-მ აღმოაჩინა Daiana Vreeland, (მომავალი ”მოდის გენიოსი”) -როგორც მას დღემდე უწოდებენ. Carmel Snow-მ მაშინათვე შენიშნა ახალგაზრდა, უცნობი ქალი, რომელიც ატარებდა გიპიურის, თეთრ Chanel-ის კაბას და შავ ბოლეროს, თმაში წითელი ვარდები ქონდა ჩამაგრებული. ბევრი ფიქრის გარეშე Harper's Bazaar რედაქტორმა უცნობ Dianana-ს ჟურნალში სამსახური შესთავაზა. ”Why don't you..."- Daiana V-მ დაიწყო ამ სვეტის მომზადება ჟურნალ Harper's Bazaar-ისთვის. აქედან დაიწყო Diana Vreeland-ის კარიერა და დიდი ცვლილებები მოდის სამყაროში. უკვე 6-თვეში Caramel Snow-მ იგი ჟურნალში მოდის რედაქტორად დანიშნა. თავის მოგონებებში წერს: "For years I am and always have been looking out for girls to idealize because they are things to look up to, because they are perfect. But since I had never discovered "that girl or that woman," she announced, "I shall be that girl." Daiana-მ ამერიკელ ქალებს შესთავაზა სტილის სრულიად ახალი, თავისებური ხედვა. იგი გახდა ნამდვილი Fashion Icon-ი, რომელმაც მთელი ათწლეულებით ადრე იკარნახა მოდა! მისი გავლენა დღემდე იგრძნობა... Daiana V-იმ დიდი როლი ითამაშა მოდის ჟურნალისტიკის განვითარებაში. საოცარი სერიოზულობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ზოგადად მოდას. მისი ცნობილი გამონათქამია: ”ატომური ბომბის და ბიკინის გამოგონება ერთანირად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის”. მან ჩამოაყალიბა ცნება Fashion editor. აწყობდა უძვირეს ფოტო გადაღებებს მთელი მსოფლიოს გარშემო. იყო საოცრად დახვეწილი და თამამი. ძირითადად ატარებდა შავ ტანსაცმელს, მასიურ სამკაულს, ფრჩხილების ცითელ ლაკს, ეწეოდა სიგარეტს გრძელი ხის მუნდშტუკით:) მან პირველმა ატარა ამერიკაში ლეოპარდის პრინტი ტანსაცმელზე და სანდლები. დადიოდა ლიმუზინით და ერთი ასისტენტი ყოველთვის გვერდით ყავდა. მისი პროტოტიპი გამოყენებულია ფილმებში: ”Funny Face", "Infamous", "Factory Girl". 1963 -წლიდან იყო ამერიკული Vogue-ის მთავარიო რედაქტორი და დღემდე ყელაზე გავლენიანი. Diana Vreeland-ის აღმოჩენილია 60-იანი წლების სიმბოლო Edie Sedgwick. იგი მეგობრობდა Coco Chanel-თან, Jackuline Kennedy და Oscar De La Renta-სთან. პირველი ლედი, რომელიც გამოირჩეოდა კარგი გემოვნებით მარტო Daiana-ს ეკითხებოდა რჩევას. მისი განსხავავებული გემოვნება სახლის ინტერიერსაც ეტყობოდა. ცნობილია, რომ Daiana-ს განსაკუთრებით უყვარდა წითელი ფერი, ამიტომ მისაღები ოთახი მთლიანად ამ ფერში ქონდა გადაწყვეტილი. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა Metropolitan Museum of Art ხელმძღვანელად. აწყობდა წვეულებებს სახლში მაგრამ ავადმყოფობის გამო სტუმრებთან გამოსვლას ვერ ახერხებდა და ტელეფონით ერთვებოდა სხვა ოთახიდან... ამ უცნაური ქალის გარეშე წარმოუდგენელია მოდა! Diana დღემდე რჩება ბევრი დიზაინერის შთაგონების წყაროდ. Adore!!!:)

No comments:

Post a Comment