Friday, October 21, 2011

Official opening of Mercedes-Benz Fashion Week Kiev



From mainpeoaple.com





19 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა კიევის მოდის კვირეული Mercedes-Benz-ის პატრონაჟით. კვირეულის პირველი დღე დაეთმო Zinaida Lihacheva - ს არტ-პერფორმანსს “Birch heart”. თეთრ ცელოფან გადაფარებული მოდელები დარბაზში განკუთვნილ ადგილებზე იდგნენ მცირე ხნის განმავლობაში, მუსიკის თანხლებით და დადგმული სცენარის მიხედვით მოდელებს ეტაპობრივად ახადეს თეთრი ცელოფნები და წარადგინეს Zinaida Lihacheva-ს პერფორმანსი სახელწოდებით “Birch heart”. ნაჩვენები კოსტუმები და ფეხსაცმელი შექმნილი იყო ფოთლების და ხის ფესვების იმიტირებით, მოდელებს გაშლილ თმაშიც ჰქონდათ ალგ-ალაგ ჩამაგრებული სხვადასხვა ზომის ფოთლები, ისევე როგორც ფესვების მსგავსი აქსესუარები ხელებზე და ფეხსაცმლის დეტალეზე. პერფორმანსმა პირადად მე ზამთრის შემდეგ ხეების და ზოგადად ბუნების გამოცოცხლების შთაბეჭდილება დამიტოვა...
კვირეულის ფარგლებში ჩვენებებთან ერთად დაგეგმილია ლექცია-სემინარები, ახალგაზრდა დიზაინერების და აქსესუარების შოურუმები, ინსტალაციები.
20-ოქტომებრს გაიმართა ლონდონში მოღვაწე დიზაინერის Jean-Pierre Braganza-ს კოლექციის ჩევენბა, დიზაინერმა აჩევნა კოლექცია, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულიზეც წარადგინა.
დეტალები ამ კოლექციის შესახებ შემდეგ პოსტში...

No comments:

Post a Comment