Monday, October 10, 2011

Beep-Beeeeep! It's car racing time for S/S - 2012 !


Akris







Mary Katrantzou





Prada







Prada, Akris, Mary Katrantzou... ერთი შეხედვით ართმენეთისგან სრულიად განსხვავებული მოდის სახლები, რომლებსაც 2012-წლის გაზაფხული/ზაფხულის კოექციებში აერთიენბთ ინსპირაციის ძირითადი წყარო - მანქანები;) პრადას ულტრა ქალური კოლექციას, ორმოცდაათიანების გლამურით ძირითად ხაზად გასდევდა ცეცხლოვანი მულტიპლიკაციური მანქანების პრინტი. ჰაეროვანი შიფონის, ფერადი ტყავის, და მსუბუქი აბრეშუმი ქსოვილზე გამოსახული მანქანები საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ მაღალქუსლიან (ამავე თემაზე შექმნილ) ფეხსაცმელებს და ანტიკური პერიოდით ინსპირერებულ სამკაულებთან ერთად სინთეზში. Albert Kriemler-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც Akris-ის სახლისთვის ასევე სამანქანო თემას ეძღვნებოდა. დიზაინერის ინსპირაციის წყარო გახდა 1966-წელს გადაღებული, John Frankenheimer-ის ფილმი, "Grand Prix". მსწრაფ-მრბოლელი ავტომობილები გამოსახული იყო როგორც კაბებძე, შარვლებზე და პიჯაკებზე, ასევე სქელძირიან, ცხვირმოჭრილ პეხსაცმელზე. დიზაინერს გამოყენებული ჰქონდა მონტე კარლოში მდებარე სასტუმროს "Hotel Hermitage"-ის ხედი მონაკოს ცნობილი ავტორბოლის დროს. (სიმბოლურია, რომ ჩვენებას ესწრებოდა მონაკოს პრინცესა-Princess Charlene, რომელიც გამოირჩევა ამ ბრენდის განსაკუთრებული სიყვარულით). და ბოლოს, Mary Katrantzou - რომელმაც მანქანების თემა შეაჯერა წყალქვეშა სამყაროს და ფერადი ყვავილების პრინტთან. დამტვრეული კადილაკის ნაწილები გაბნეული ყვავილებში და თევზებში - აი ასეთი იყო ახალგაზრდა, საოცრად კრეატიული, წარმოშობით ბერძენი, დიზაინერის Mary Katrantzou-ს მიერ წარმოდგენილი 2012-წლის გაზაფხული/ზაფხული.
P.S. One, two, threeeee and goooo!!! ;)

No comments:

Post a Comment