Friday, September 30, 2011

Romantic 40's inspired Fall/Winter - 2011/12 catwalks. . .

Katherine Hepburn



Donna Karan




jean Paul Gaultier




Gucci A/W-2011/12




Marc Jacobs A/W-2011/12




Miu Miu A/W-2011/12








სამოცდაათიანების ჰიპური ეპოქით ინსპირირებული 2011 - წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების შემდეგ, დიზაინერების დიდმა ნაწილმა 2011 - წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებით უფრო ადრეულ წლებში - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაგვაბრუნა... იმ წლებში როდესაც, შექმნილი კრიზისი გამო ქალები ვეღარ ახერხებდნენ ძვირფასი ქსოვილის კაბების ტარებას,(მაგალითად აბრეშუმი თითქმის ამოღებული იყო მოხმარებიდან - იგი ჩითის ქსოვილმა და ბამბამ ჩაანაცვლა) საგრძნობლად შემცირდა კაბების და ქვედაბოლოებისათვის გამოსაყენებელი ქსოვილის რაოდენობაც - კრიზსმა კაბების სიგრძეც იმსხვერპლა:) რადგან მთელი მარაგი სამხედრო ფორმებს ხმარდებოდა. მკაცრად იყო გაკონტროლებული და შემცირებული: ღილების, ელვა შესაკრავების და სხვა დეტალების რაოდენობაც, ბეწვიც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოიყენებოდა, პატარა საყელოების და მომცრო მოსასხამების სახით. განიერი მხრები, წელზე წვრილი ქამრები, საყელო, ”pencil skirts", მცირე რაოდენობით ბეწვეული და ქალის შარვალი შეთანხმებული ქსოვილის პიჯაკთან ერთად ორმოციანი წლების ტენდენციები. რადგან მოდა, როგორც ხელოვნების ყველა დარგი, მეტნაკელბად ასახავს მიმდინარე მოვლენებს, ორმოციან წლებში ძალიან მოდურ ფერები იყო ხაკისფერი, ბალახისფერი, შავი, ლურჯი, ყავისფერი რომელიც ერთმნიშვნელოვნად განაპირობა სამხედრო ატმოსფერომ.სწორედ ამ პერიოდში გახდა ძალიან აქტუალური ქალის გარდერობში შარვალი, რადგან მამაკაცების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე იმყოფებოდა ქალებს ბევრი რთული საქმის შესრულება მოუხდათ, ამიტომ გარდერობის დემოკრატიზაციაც გარდაუვალი იყო - ფუშფუშებით გაფორმებული კაბები ყოვლად უადგილო აღმოჩნდა და ისინი ბევრად უფრო კომფორტულმა შარვალმა ჩაანაცვლა. ლეგენდარულმა მსახიობმა ქეთრინ ჰეპბერნმაც შეიტანა თავისი წვლილი შარვლის პოპულარიზაციაში: იგი ძალიან ხშირად ჩნდებოდა ეკრანებზე განიერი შარვლებით. ამავე პერიოდს უკავშირდება Louis Réard - ის ორ ნაწილიანი საცურაო კოსტუმის "Bikini"- ს გამოგონება - მიზეზი უცველია: ამ შემთხვევაშიც ქსოვილის დაზოგვის მიზნით.
ცოტა მოგვიანებით, ომის დასრულების შემდეგ, 1947-წელს მოდის ასპარეზზე გამოჩნდა ახალგაზრდა კრისტიან დიორი, რომელმაც პარიზელებს საკუთარი ნიშნის ქვეშ თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა: შეუზღუდავი რაოდენობის ქსოვილებით შექმნილი ულტრა ქალური კოლექცია,(მაშინ როდესაც ინგლისში კაბისათვის სამ მეტრა ქსოვილზე მეტის გამოყენება არაკანონიერად ითვლებოდა)ერთგვარი შოკი იყო ომის შემდგომი პერიოდისათვის. თითქოსდა და დიზაინერი თავისი პროვოკაციული ფუფუფუნებით ნათელ მომავალს წინასწარმეტყველებდა... Harper's Bazaar-ის ლეგენდარულმა რედაქტორმა ქარმელ სნოუმ - კოლექციას "New Look" უწოდა - სწორედ ამ სახელითაა შესული მონსიე დიორის პირველი კოლექცია მოდის ისტორიაში.
მიუხედავად პრობლემებისა ორმოციანი წლების თავისი უნიკალური სამხედრო გლამურით დღემდე რჩება დიზაინერების ინსპირაციის წყაროდ.
ზუსტად ამ ესთეტიკაზეა აგებული Miu Miu-ს,Gucci,Donna Karan,Jean Paul Gaultier და Marc Jacobs - ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. ჩამოთვლილი დიზაინერების თანამედროეობასთან შჯერებული ორმოციანი წლების გლამური 2011/12-წლის შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთი ძირითადი ტენდენციაა.

No comments:

Post a Comment