Friday, April 15, 2011

YSL exhibition - La Revolution De La Mode









მსოფლიოს მოდის დედაქალაქებში პერიოდულად ეწყობა უამრავი საინტერესო გამოფენა თუ ექსპოზიცია, დამთვალიერებელს საშუალება აქვს საკუთარი თვალით გადახედოს ნაწყვეტებს მოდის ისტორიიდან, გაიღრმაოს ცოდნა ან უბრალოდ მიიღოს ესთეტიკური სიამოვნება, საკუთარი თვალით ნახოს რა და როგორ იყო. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა მოეწყო პარიზში, Pierre Berge Yves Saint Laurent-ის ფონდის ინიციატივით. ( Pierre Berge - Yves Saint Laurent-ის პარტნიორი, საქმეში და პირად ცხოვრებაში). ექსპონანტები წარმოდგენილია 5 Avenue Marceau-ზე, დღეს უკვე ფონდის შენობაში, ანუ ზუსტად იმ ადგილას, სადაც 1974 - წლიდან 30 -წლის განმავლობაში იქმნებოდა დღეს ხელოვნების ნიმუშებად აღიარებული ესკიზები. თითოეულ ექსპონანტთან გარკვევით წერია: "Do not touch, each model is art work". სანამ საგამოფენო სივრცეში შევიდოდი, მოვისმინე დიზაინერის მოკლე ინტრევიუ, სადაც მას ჟურნალისტი ესაუბრება მოდის სამომავლო განვითარებაზე. Yves Saint Lauren-ი გარკვევით პასუხობს: "Pret-a-porter is future of fashion, what intersets me is making dresses that serve real purpose, that can be worn by any woman." Yves Saint Laurent-ის იდეა-მომხმარებელისათვის შეეთავაზებინა შედარებით იაფი და პრაქტიკული სამოსი, ასეთი მაღალი დონის დიზაინერისაგან, მაშინ რევოლუციურად ჟღერდა. მოდის გენიოსმა შეძლო ერთმანეთს დაეკავშირებინა ქუჩა და მაღალი მოდა. საგამოფენო დარბაზში ის ინტერიერია გაცოცხლებული, რომელიც იყო Yves Saint Laurent-ის პირველ rive gauche boutique-ში დეკორატორი Isabelle Hebey-ის მიერ. გამოფენაზე ნაჩვენები ნიმუშები წარმოადგენენ 60-70’იანი წლების მოდლებს როგორც ფონდის, ასევე პრივატული კოლექციების საკუთრებიდან. შესაძლებელია უნიკალური სამკაულის დათვალიერებაც. გამოფენის შინაარისიდან გამომდინარე მხოლოდ pret-a-porter ხაზია წარმოდგენილი დამთვალიერებელს აქვს შესაძლებლობა ნახოს ცნობილი, შავი, ქალის სმოკინგი, რომელის შეტანამაც ქალის გარდერობში იმ დროს დიდი ცვლილებები მოახდინა - ქალი ბევრად უფრო თავდაჯერებული გახადა. პიერ ბერჟეს სიტყვებით: ”If Chanel gave women their freedom, it was Saint Laurent who empowered them.”

P.S. შესასვლელში ყველას აფრთხილებენ რომ ფოტოს გადაღება არ არის ნებადართული, რამდენიმე ფოტო, რომლის გადაღებაც მხოლოდ განათების გარეშე შევძელი შესაბამისი ხარისხისაა:) მე მაინც მახარებს:)

1 comment: