Friday, April 29, 2011

There is only one Kate in London! :)

ლამის მთელი დღე ტელევიზორის წინ გავატარე და მგონი არ გამომიტოვებია არცერთი დეტალი ბრიტანეთის სამეფო ქორწილის ცერემონიიდან :) ბოლოს, როცა უკვე კომენტატორების დამსახურებით, კარგად გავერკვიე და სახეზე ვცნობდი მთელ სანათესაოს გარშემომყოფებს ვუხსნიდი ვინ ვისი შვილი და ბიძაშვილი იყო :)) ამის მერე მივხდვი რომ ჯობდა დროზე მოვშორებოდი იქაურობას! Royal Wedding მსოფლიოს დღის მთავარი თემაა... Kate Middelton - ის საქორწინო კაბა კი მგონი უკვე თვეებია განხილვის საგანი. პრინცესამ არჩევანი Alexander McQueen - ზე შეაჩერა... Sarah Burton - ის მიერ შექმნილმა კაბამ გაამართლა იმედები! საოცრად დახვეწილი იყო პრინცესა კაბაში, რომელსაც ჰქონდა ვიწრო, კორსეტიებური ზედანაწილი, მაქმანის გრძელი სახელო და V - ის ფორმის, არა ღრმად ამოჭრილი გული. მარტივი ფატა Cartier ”Halo” გვირგვინზე ზევიდან ეფარა. Kate - ის პირველივე გამოჩენისას გამახსენდა შეუდარებელი Grace Kelly - ის საქორწინო კაბა, თურმე მარტო მე არ გამჩენია ასეთი აზრი, უკვე იწერება რომ ამერიკელი კინოვარსკვლავის და მონაკოს პრინცესა, გრეისის კაბა უდაოდ იყო Sarah Burton - ის და Kate - ის ინსპირაციის წყარო. და არც არაფერი! მოდა ყოველთვის უბრუნდება და იღებს შთაგონებას წარსულის სტილის სიმბოლოებისგან.
რაც არ მომეწონა ეს იყო გვერძე გაყოფილი, გაშლილი თმა და მხარზე შიგადაშიგ ”ბუნებრივად” გადმოგდებული ლოკონი! შეკრული, აწეული თმა, ჩემი აზრით, ბევრად მომგებიანი იქნებოდა.
კარგია სამეფო ქორწილი, კარგია ახალი პრინცესა Kate - იც, მაგრამ There is only one Kate in London! და აი მართლა ვისი კაბა იქნება საინტერესო :) Kate Moss wedding - Coming soon...

4 comments:

  1. There Only One Kate In London momewonaa )))
    vetanmxebii :D

    ReplyDelete
  2. amitomac tkva catherine damidzaxeto :))))

    ReplyDelete
  3. so fitting! love it all :)

    ReplyDelete