![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjlVy5J0fpFz537Yxk7tYhWMiJUSdO2uGqzscmXVoS2xZ5bjYu5ElhoJ-S_T1tOX1tzvaLd4BO-UXhjn8NktHYAlqOPySEMiBFtvj3d5TWt_bn7rbeLmptM1v3xG5zdzgJG9n7swkCq2bZp/s400/jason-wu-rtw-fw2011-runway-35_174050899311.jpg)
გადავწყვიტე სასწრაფოდ მოვიმარჯვო მაკრატელი ხელში და ჩავხსნა ყველა კაბა თუ ქვედაბოლო რაც გამაჩნია :) 2011-12 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებში თითქმის ვერ შეხვდებით ქვედაბოლოს ან კაბას ღრმა ჭრილების გარეშე. თანაბრად არის გამოყენებული, როგორც საღამოს გრძელ კაბებზე, ასევე ყოველდღიურ საშუალო სიგრძის ქვედაბოლოებზე. დიზაინერები დიდ არჩევანს გვთავაზობენ, მომწონს ასეთი ფართო სპექტრი - შესაძლებელია ერთფეროვანი და უინტერესო ჩაცმულობის გახალისება, მთავარია წარმოსახვა, პიროვნული თვისებების გამოხატვა საკუთარი სტილით - "Let your style talk" და ასე ყველაფერი ბევრად საინტერესოდ გამოიყურება.
Gucci's collection is really amazing..!!
ReplyDelete