Friday, February 4, 2011

Trend of all the times - White Shirt...

Jil Sander
Derek Lam
Carolina Herrera
Dries Van Noten
Viktor and Rolf
Ralph Lauren
Michael Kors
Hermes
Dsquared2
Moschino
Chanel
Simple white shirt... ყოველ მომავალ სეზონზე ახალ - ახალი (ან ხშირ შემთხვევაშ მივიწყებული) მოდური ტენდენციები, ფერები, აქცენტები, სილუეტები... შესაბამისად გასანახლებელი გარდერობები! მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ისეთი ერთეულებიც, რომლებიც ყოველთვის საჭიროა, ნებისმიერ სეზონზე თუ სიტუაციაში. ერთ-ერთი ასეთი ზუსტი მაგალითია უბრალო თეთრი პერანგი, პირადად მე გამოვყოფ მამაკაცის სილუეტის მქონე, თავისუფალი სტილის პერანგს. მარტივი და ელეგანტური... არასდროს გამოიყურება როგორც მოძველებული და თვალს შეჩვეული "trend"-ი. ამ სამოსში შესაძლებელია ყველა სიტუაციაში გამოიყურებოდე შესაბამისად, ეს იქნბეა სამსახური თუ წვეულება. დღეს ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება ის ფოტოები რომელშიც ამერიკის ყველაზე გლამურულ და გემოვნებიან პირველი ლედის Jacquline Keneddy - ის აცვია თეთრი პერანგი და ხაკისფერი შარვალი, ფოტო გადაღებულია მინდორში მეუღლესთან - John Keneddy-სთან ერთად. ასევე იორდანიის დედოფალი რანიას ფოტო, რომელიც ერთ-ერთ სამეფო ქორწილში ატარებდა აბრეშუმის თეთრ პერანგს და გრძელ ქვედაბოლოს. მაშინ როდესაც სხვა პრინცესებს თუ დიდგვაროვნებს თვლებით მოოჭვილი კაბები და დიდი ქუდები მოსავდათ. ჟურნალ Vogue-ის ლეგენდარული რედაქტორის, Diana Vreeland-ის ფოტოც - თეთრი პერანგი შეხამებული გრძელ შავ ქვედაბოლოსთან ერთად გემოვნების და სტილის მაგალითია. ამგვარ კომბინაციაში ხშირად ჩნდება დიზაინერი Carolina Herrera ც 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებშიც აშკარად გამოიკვეთა თეთრი პერანგის უპირატესობა. დიზაინერები: Dries Van Noten, Michael Kors, Jil Sander, Derek Lam, Carolina Herrera, Hermes, Dsquared2, Chanel, Ralph Lauren, Moschino, Victor and Rolf ამ "trend"-ს თავისებური ინტერპრეტაციებით გვთავაზობენ. ჩემ დღევანდელ თემას ძალიან მოუხდა უნიჭიერესი, გერმანელი მოდის ფოტოგრაფის Peter Lindbergh -ის ფოტოსესია, რომელიც გადაიღო ჟურნალ Vogue-სთვის 2003 წელს. თემა მაშინაც იგივე იყო - Power of white shirt...

2 comments:

  1. თეთრი პერანგი ისეთივე მნიშვნელოვანია გქონდეს გარდერობში, როგორც little black dress.

    Derek Lam და Hermes outfitები მომეწონა ყველაზე მეტად.

    ReplyDelete