Thursday, February 17, 2011

Trench coat from Engilsh army to S/S 2011 catwalk...

Photo by Renato Gringnaschi 1976 Audrey Hepburn Jacqueline Kenneddy-Onasis Jane Birkin
Alexa Chung
Burberry Prorsum
Dries Van Noten Max Mara
Burberry Prorsum
Michael Kors
Yves Saint Laurent

Trench coat. საწვიმარი ლაბადა, რომელსაც ინგლისის არმია ატარებდა, 1940-იანი წლებიდან დღემდე არ კარგავს აქტუალობას. Burberry-ის კოლექციებში ჯერ კიდევ 1850-წლიდან არსებობს ""trench coat". მაშინ მხოლოდ მამაკაცის მოდელს ეწოდებოდა "Trench", ქალისას კი ”Glenco". გრეტა გარბო და მარლენ დიტრიხიდან დაწყებული, დამთავრებული ჯეინ ბირკინით, თრენჩს ატარებდა თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი და ”tastemaker”. Audrey Hepburn-ი ფილმში Breakfast at Tiffany's, Catherine Deneuve-ი Belle de jour-ში და აშ...
დიზაინერებიც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებით და რეინტრეპრეტაციებით ქმნიდნენ Trench-ის ახალ-ახალ მოდელებს. 80-იან წლებში Azzedine Alaia-მ შავი პრიალა ტყავი გამოიყენა თრენჩის შესაქმნელად. ისევე როგორც, Burberry-მ 2011 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში. 80-იანებში, ასევევ აქტიურად ჩანდა ეს მოდელი Comme de Garcons და Yojhi Yamamoto-ს კოლექციებში.
Jean Paul Gaultier-ს თრენჩის ვარიაციები შეუზღუდავია: კლასიკური სახელოებით, უსახელოდ, კაბის სტილში, გაყოფილი სამ ნაწილად, გამოყენებული აქვს უამრავნაირი ქსოვილი ამ მოდელისთვის: ტყავი, ნატი, ტაფტა, გიპიური, ბეწვი!
90-იან წლებში Dolce and Gabbana-ს თრენჩი იყო გამჭირვალე და პლასტიური...
2011 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექციებიც აქტიურადაა დატვირთული ინგლისური არმიის მოსასხამით - "Trench"-ით...

1 comment:

  1. seems.like.trench.is.never.out.of.fashion.
    Never...and.I.Love.It!

    ReplyDelete