“Create your own visual style . . . let it be unique for yourself and yet identifiable for others.” Orson Welles
Monday, February 14, 2011
Tom Ford comeback!!!
Nostalgie of old times... სექტემბრის ერთ-ერთ წვიმიან საღამოს, New York - ში, Tom Ford - ის Madison Avenue boutique - ში გაიმათრა გასაიდუმლოებული ჩვენება... დიზაინერმა Tom Ford-მა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად საკუთარი ნიშნის ქვეშ შექმნა კოლექცია. სულ ასი სტუმარი, არანაირი news ჟურნალისტები, მხოლოდ და მხოლოდ Fashion editor-ები, ისიც განსაზღვრული, მაგ: სტუმრებს შორის იყო Anna Wintour და Carine Roitfeld. ჩვენებას ესწრებოდა ერთადერთი ფოტოგრაფი და ისიც Terry Richardson! პროფესიონალ მოდელებთან ერთად, ჩვენებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა თაობის მსახიობები, style icon-ები: Lauren Hutton, Daphne Guiness, Julianne Moore, Lou Doillon, Beyonce, Julia Restoin Roitfeld ( Carine Roitfeld - ის ქალიშვილი). თითოეულ მოდელს დიზაინერი, მიკროფონით ხელში თავად უკეთებდა განმარტებას... Tom Ford- ის ასეთი ნაბიჯი ძველი Fashion world-ის ნოსტალგიას გავს... თავად დიზაინერი საკუთარ დაბრუნებას მოდის სამყაროში ასე განმარტავს: "I told myself that I would not come back to women's fashion until I felt I had something new to say. I feel that fashion has become too serious. Fashion needs to make one happy. It is a luxury and should enhance one's quality of life." ჩვენების ამსახველი კადრების გავრცელება ნებადართული ჰქონდა ერთადერთ ჟურნალს - ბრიტანულ Harper's Bazaar - ს, მაგრამ მხოლოდ სამი თვის შემდეგ. და აი სულ ცოტა ხნის წინ ინერნეტითაც გავრცელდა ჩვენების დეტალები. ფოტოებით ამის ჩვენება არ შეიძლება, ეს საოცარი კოლექცია და გარემო უნდა ნახოთ. არ ვიცი, მე ასეთი კოლექცია დიდი ხანია არ მინახავს! ”The collection was the height of glamour ”...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment