Philip Lim
Chanel
Michael Kors
Prada
P VS F - Flatforms for upcomind season... ერთი სიბრტყის, სქელძირიანი ფეხსაცმელი 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში აშკარად დომინირებს. პარიზის მოდის კვირეულზე, Karl Lagerfeld-მა წარმოადგინა სქელ ძირიანი ფეხსაცმელი Chanel-ის სახლისთვის. საზაფხულო, ღია, დაჭრილი ფეხსაცმელი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის, რომელიც ინპირირებული იყო 1960 წელს გადაღებული ფილმით ”Last Year at Marienbad”. (ამ ფილმის კოსტიუმები კი თავად Coco Chanel-მა შექმნა). თბილისის მოდის კვირეულიდანაც, ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე დასმახსოვრებელი აქცენტი სწორედ ასეთი ტიპის ფეხსაცმელი იყო თამუნა ინგოროყვას გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან. ბაცი ლიმნისფერი და თეთრი, დახურული ფეხსაცმელი დიზაინერს ხის ძირზე ქონდა ნაჩვენები. ასევე ხის ძირზე შეაჩერეს არჩევანი დიზაინერებმა Michael Kors-მა და Philip Lim-მა. Miuccia Prada-მ Prada-ს კოლექციისთვის (როგორც ზოგადად მთელ კოლექციაში) ყურადღება ფერად ზოლებზე გაამახვილა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს ზოლად დაჰყვებოდა.
No comments:
Post a Comment