The dress code for fashion weeks. მოდის დედაქალაქები მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის სამზადისში არიან. 2011/12 წლის RTW შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეული დაიწყო New York - იდან, ( თუმცა, მანამდე ასევე იყო: ბერლინის, რიოს და სტამბოლის კვირეულიები) მიჰყვება ლონდონი, მილანი პარიზი!!! მოდის სამყარო სიახლეების მოლოდინშია.რედაქტორები, ფოტოგრაფები, სტილისტები, ბაიერები, ბლოგერები... მოკლედ ყველა, ყველა მოიყრის ერთად თავს იქ სადაც იღებს სათავეს ნამდვილი მოდა. გამძაფრებული ინტერესით ელოდებიან რას აჩვენებენ დიზაინერები თავიანთ კოლექციებში, რას შემოგვთავაზებენ შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებად. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, თუ რას ჩაიცვამენ "fashion insiders" კვირეულის განმავლობაში. ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარი სტილს. როგორ ხედავენ ტენდენციებს, ან ზოგ შემთხვევაში თვითონვე კარნახობენ დიზაინერებს, ხშირად დიზაინერების ისპირაციის წყარო სწორედ ქუჩის მოდიდან იღებს დასაბამს. და არ გამომრჩეს თბილისი თავისი მოდის კვირეულით! და თავისი "front row"-თი... როგორც ვიცი, აპრილში ჩვენთანაც გაიმართება მორიგი მოდის კვირეული, ჯერ ერთი, მერე მეორე! მჯერა, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დახვეწილი გახდება ორივე მათგანი. მჯერა რომ ქართველი დიზაინერები აუცილბლად აქცევენ თბილისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოდის დედაქალაქად... მთავარია რომ დაიწყო და არსებობს TFW და GFW. წინ წარმატებების დროა! David Koma from Georgia... აი ასე :)
No comments:
Post a Comment