Monday, February 7, 2011

Acid Reign...

Miu-Miu
Christopher Kane
Paul Smith
Christian Dior
DVF
Prada Christopher Kane
Burberry Prorsum
Miu-Miu
Atelier 10'a
Acid green summer... ჩემი დღევანდელი პოსტის წერა განსაკუთრებულად კარგი განწყობით დავიწყე. (არა იმიტომ რომ ფოსფორისფერი ჩემი საყვარელი ფერია, თუმცა აუცილებლად ვცდი მომავალ სეზონზე). "trend mood board" - ის აწყობისას Christopher Kane-ის, Paul Smith, Miu-Miu, DVF, Jil Sander, Burberry Prorsum, Prada, Marni - ის გვერდით დამჭირდა ქართული ბრენდის -Atelier 10'a -ს ფოტო 2011 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც დიზაინერებმა თეონა თავართქილაძემ და იკა ბობოხიძემ Tbilisi Fashion Week-ზე აჩვენეს. (ვიზუალური მასალა მოვიპოვე Kaba.ge-ის ვებ-გვერდიდან). მომავალი სეზონის ტენდენციებში აშკარად გამოიკვეთა ფოსფორისფერის დომინირება. Paul Smith - მა Burberry-ის მსგავსად აქცენტი უფრო აქსესუარებზე გააკეთა - ფეხსაცმლის და ქამრების სახით, Christopher Kane - ის და Atelier 10'a - ს კოლექციებში ფოსფორისფერი კოლექციის წამყვან ფერად იყო არჩეული, ისევე როგორც Miu-Miu-ს შემთხვევაში. Miucia Prada-მ Miu-Miu-ს და Prada-ს 2011-წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებით ეს ფერი მომავალი სეზონის ჰიტად აქცია. ამ პოსტის სათაურს ბრიტანულ Vogue-ს დავესესხები: Acid Reign - ფოსფორისფრის მეფობა:).

No comments:

Post a Comment