Thursday, January 6, 2011

Fashion styling course at Central Saint Martines

Central Saint Martines. წინა საშობაოდ ლონდონში აღმოვჩნდი:) პირველად ვიყავი ამ ქალაქში... მიზეზი კურესბი იყო Saint Martines-ში და შესაბამისად გაორმაგებული შთაბეჭდილებით დავბრუნდი უკან :) იყო საოცრად შემოქმედებითი 2 კვირა. მუზეუმები ინსპირაციისთვის, ტენდენციები 2012 წლისთვის, ფოტოსესია პროფესიონალ მოდელებთან, Fashion ფოტოგრაფებთან და ვიზაჟისტებტან ერთად... ჯგუფში დაახლოებით 15 ვიყავით: პარიზიდან, მილანიდან, ჰონგკონკიდან, ლოსანჟელესიდან და მე თბილისიდან:) სამწუხაროდ თბილისი არცერთმა არ იცოდა რუსი გოგოს გარდა!:) ლექტორი Nicky Andrews-სტილისტი, რომელსაც Saint Martin-ი ქონდა დამთავრებული გაგვეცნო და პირველივე ლექციაზე აღნიშნა რომ Alexander McQueen-ის ჯგუფში სწავლობდა:)). მოკლედ შთაბეჭდილებები, შთაბეჭდილებები და კიდევ შტაბეჭდილებები. თოვლის ბაბუა თუ კითხულობ ჩემ ბლოგს იქნებ კიდევ გამითვალისწინო სადმე კურსებზე კარგ უნივერსიტეტში:)) დეტალებს სურვილების წერილში მოგწერ.
მადლობთ.

2 comments: