Friday, December 10, 2010




Minimalism VS Baroque! ორი სრულიად განსხვავებული ენდენცია ერთ სეზონზე: მინიმალიზმი და ბაროკო 2010/11 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციების მთავარი აქცენტებია.

2009/10 წლის კოლექციებში მკაფიოდ იგრძნობოდა რამხელა გავლენა მოახდინა ჯექსონის გარდაცვალებამ მოდაზე. ყველაზე ნათლად ეს ჩანდა Balmain-ის კოლექციაში,რომელიც მთლიანად ამ თემით იყო ინსპირირებული. Christophe Decarnin- ის (Balmain-ის სახლის მთავარი დიზაინერი) 2010/11 წლის შემოდგომა ზამთარის კოლექციაზე უკვე პრინცის გავლენა იგრძნობა. კოლექცია მთლიანად ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი: ოქროსფერი ყვავილებით მოხატული პიჯაკები,შარვლები,ბაფთებიანი ბლუზები და ფეხსაცმელები. უნდა აღვნიშნო Alexander McQueen -ის ბოლო კოლექციაც ,რომელიც ვიონ დიზაინერმა შექმნა გარდაცვალებამდე . ეს კოლექციაც მთლიანად ბაროკოს თემაზეა აწყობილი.

ამავე სეზონის შემოდგომა-ზამთარს ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა მინიმალიზმი. ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა Stella McCartney-ის კოლექცია,საოცრად ქალური და მინიმალისტური.ძირითადი ფერი იყო ნაცრისფერი.


No comments:

Post a Comment