Wednesday, December 8, 2010


Tavi Gevinson!!!






Photoes: Zimbio,Prep school bound, Suess.

არ გეცნოთ სახელი და არც გვარი? თუ გაგიგიათ უკვე საოცარი Tavi - შესახებ? მე მინდა ჩემ შთაბეჭდილებებზე მოგიყვეთ. გაოგნებული, აღფრთოვანებული და არ ვიცი კიდევ რა აღმატებითი სიტყვა ვიხმარო ამ 13- წლის, ჩიკაგოელ გოგოსთან დაკავშირებით.
გამოირჩევა ფანტასტიკური, ჯერ არნახული სტილის გრძნობით და მოდაზე შტამბეჭდავი წერის მანერით!
11
წლის Tavi Gevinson - მა 2008 წელს დაიწყო საკუთარი Fashion ბლოგის "Style Rookie"-ის კეთება. დღეს უკვე მის ბლოგს 30,000 მკითხველი ნახულობს ყოველ დღე!!! წარმოგიდგენიათ ალბათ ეს რას ნიშნავს. ჟურნალი Harper's Bazaar წერს რომ Tavi სერიოზულ გავლენას ახდენს მოდის სამყაროზე. 2011 Spring/summer Fashion week-ზე Tavi- საპატიო ადგილი ეკავა Front row-ში მოდის ისეთ ავტორიტეტებთან ერთად როგორიცაა: Anna Wintour, Hamish Bowles, Alexa Chung...
არსებობს მოსაზრება რომ ეს ყველაფერი გამოგონილი მითია, Tavi არის უბრალოდ შერჩეული, საინტერესო ტიპაჟი, ხოლო მის ბლოგს გამოცდილი მოდის ექსპერტი წერს! არ მომწონს ეს აზრი და არც მინდა რომ დავიჯერო! მე მჯერა რომ Tavi Gevinson მოდის ახალი საოცრებაა!:)
photoes: Zimbio,tendancesdemode,Prep school bound.

No comments:

Post a Comment